ქუთაისის “ტორპედოს” ახალწვეული მომო იანსანე, რომელმაც კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად კვიპროსის “ომონიასთან” 1:3 სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, ადგილობრივი გულშემატკივრების საქციელით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
მომო იანსანე: “სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა ცხადია შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემი გატანილი გოლის შემდეგ ხდებოდა. გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ უხდება. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.
დღეს დავმარცხდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”.
ლაშა თაბაგარი





