ვოლკოვის პრველი დუბლი ევროთასებზე

0
32

დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დუბლი შეასრულა., აზერბაიჯანის „ზირე“, რომელშიც ქართველი ფორვარდი გამოდის, პირველ მატჩში შინ სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედას“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავით ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა,. 53-ე წუთზე ვოლკოვმა მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა და მას მერე რაც ორ სლოვაკს გაცდა, დაახლოებით 22 მეტრიდან “დუნაისკა სტრედას” კარი აიღო. მან კარიერაში ევროთასებზე თავისი პირველი დუბლი გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონის ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გოლით “ზირემ” სტუმრად ტირასპოლის “შერიფი” 1:0 დაამარცხა, მაგრამ შინ საპასუხო მატჩი წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
ლაშა თაბაგარი