„ფენერბაჰჩემ“ საუკეთესო ბომბარდირი გაუშვა

0
0

ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველი ანდერსონ ტალისკამ „ფენერბაჰჩე“ დატოვა. 32 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სტამბოლური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ტალისკა „ფენერბაჰჩეში“ 2025 წლის იანვარში საუდის არაბეთის „ალ-ნასრიდან“ გადავიდა. მან 2025-2026 წლების სეზონში თურქული კლუბის მაისურით  ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ტალისკას თავისუფალ აგენტად გაშვება გასაკვირი იმითაა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ბრაზილიელმა „ფენერთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ტალისკა კარიერის განმავლობაში ასევე ბრაზილიის „ბაჰიაში“, „ბენფიკაში“, „ბეშიქთაშში“ და „გუანჯოუში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი