სტივ კინი: “დღეს არაფერი დასრულებულა”

0
20

ქუთაისის “ტორპედოს” შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელ სტივ კინს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ნოქოსზიის “ომონიასთან” 1:3 მარცხის მიუხედავად, ჯერ დასრულებული არაფერია.
სტივ კინი: “ძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვი.
დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომელიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ტრიბუნებიდან ჩვენი გოლის შემდეგ ხდებოდა. ასეთ დროს თამაში შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მეორე გოლი მალევე მივიღეთ.
თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა”.
ლაშა თაბაგარი