„ევერტონს“ ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის ჯეიმი ვარდის დამატება სურს, რის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.
ლივერპულელებს 39 წლის ვარდის დამატება მას მერე მოინდომეს, რაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი თავდამსხმელი ვერ შეიძინეს. ამჟამად, „ევერტონის“ განკარგულებაში 18 მინდვრის მოთამაშეა.
ვარდიმ 2025-2026 წლების სეზონი იტალიის „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. სეზონის დასრულების შემდეგ, ის თავისუფალი აგენტი გახდა.
ვარდიმ კარიერის საუკეთესო პერიოდში „ლესტერში“ გაატარა, სადაც 2012-205 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 500 შეხვედრაში 200 გოლი გაიტანა.
მან 2015-2016 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ვარდი 2021 წლების სეზონში ინგლისის ასოციაციის თასს და სუპერთასს დაეუფლა. ვარდი 2015-2016 წლების სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2019-2020 წლების სეზონში 23 გატანილი გოლით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვარდი ასოცაციის თასის გათამაშების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის მანძილზე ტურნირის ცამეტივე რაუნდში ითამაშა და ჯილდო მოიპოვა.
ის ვიდრე „ლესტერში“ გადავიდოდა, ქვედა ლიგების კლუბებში თამაშობდა: „სტოკსბრიჯ პარკ სტილზი“, „ჰალიფაქს თაუნი“ და „ფლიტვუდი“.
ლაშა თაბაგარი




