ანდრია ბართიშვილი ოფიციალურად ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელია. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გარიგება ოფიციალურად დასრულებულია.
ბართიშვილი „არსენალს“ 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება. მან ლონდონელებთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და „არსენალმა“ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელში 4,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ანდრია მიმდინარე სეზონს საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიაში“ დაასრულებს, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა ფოთის „კოლხეთმა“ გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი




