“დინამო” და “იბერია” ფრეზე გაიყარნენ

0
0

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა და ორივე 0:0 დასრულდა. თბილისურ დერბიში დინამო და იბერია 1999 შეხვდნენ ერთმანეთს, წყალტუბოში კი სამგურალმა სპაერს უმასპინძლა.
სამგურალი 0:0 სპაერი 
სამგურალის მცველმა პაბულუ რიანმა თავით ხარიხას მოარტყა ბურთი.მერე სპაერს არ გაუმართლა, როცა გოჩა ცირდავამ შორიდან ჩახვეული დაარტყა. მეკარე არსენ სიუკაევმა კარგი რეაქცია გამოამჟღავნა, მისგან ასხლეტილი ბურთი კი ხარიხას მოხვდა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლოს იყო სამგურალის იდეალური შანსი. დავით კრასოვსკიმ ძელს მოარტყა ბურთი, შეტევა გაგრძელდა, მერე თორნიკე გაფრინდაშვილმა ორიგინალურად, რაბონათი ცააწოდა და კლაუდიო სებოლინიას თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
საბოლოოდ, უგოლო ფრე. სამგურალი მეექვსე ადგილზე დარჩა, სპაერი კი – მეცხრეზე.
დინამო თბ 0:0 იბერია 1999 
თბილისურ დერბიში ფრე უფრო ლიდერ დინამო ბათუმსა და ასევე ჩემპიონობისთვის მებრძოლ რუსთავს აძლევდა ხელს.
დინამო არენაზე პირველი შანსი იბერიელებს ჰქონდათ, არეულობაში დინამოელთა მეკარე ლუკას ფლორესმა რთული ბურთი მოიგერია. მერე ვნახეთ მასპინძელთა მცველ მარიოს პურზიტიდისის მარცხნიდან შესვლა, დარტყმა და გიორგი მაკარიძის კარგი რეაქცია…
მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსი დინამოელებს მიეცათ 88-ე წუთზე. მათე ვაწაძე და ჰალიდ დოლტმურზიევი იყვნენ შეტევაში, თითქმის ორი ერთზე, თუმცა გოლით ვერ დაასრულეს. იბერიელთა ფეხბურთელმა ჟან-მარკ ტიბუემ ითამასა კარგად, მერე კი დოლტმურზიევის დარტყმულს ბაქარ ქარდავა და ანდრია ბართიშვილი ჩაუწვნენ… ბართიშვილმა ამ მომენტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ბოლოს თორნიკე კვარაცხელიას ქუსლით პასს მოჰყვა ვაწაძის არაზუსტი დარტყმა. საბოლოოდ 0:0.