„უდინეზე“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში შინ „რომასთან“ 2:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.
შეხევდრის მე-10 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კრისტანტემ გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე უდინელთა კარი მორამ აიღო. რომაელებიდან 33-ე წუთზე თავი მალენმა გამოიჩინა, 37-ზე კი – ნდიკამ.
50-ე წუთზე „უდინეზედან“ გოლი ძანიოლომ გაიტანა. 78-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი პალმამ გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი „რომადან“ გილარდიმ დასვა. „უდინეზეს“ 5 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





