გოგლიჩიძის გუნდის მიჯრით მესამე წაგება

0
1

„მონცა“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მესამედ დამარცხდა. მე-10 ტურში მონცელები უქულოდ ბოლონიაში სტუმრობის მერე დაბრუნდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სტუმრები შეხვედრის მე-6 წუთზე გუსტავო ვარელამ პენალტიდან დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პობეგამ გაიტანა. 59-ე წუთზე ბერნარდესკიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „ბოლონია“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „მონცა“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი