„რაიო ვალეკანომ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში სახლში ვიგოს „სელტა“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
მატჩის 36-ე წუთზე ანგარიში დე ფრუტოსმა გახსნა, რომელმაც 55-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 73-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი უნაი ლოპესმა გამოიჩინა. „რაიო ვალეკანოს“ 12 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





