„ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-10 ტურში გასვლაზე „კარლსრუესთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
თამაშის მე-19 წუთზე მასპინძლები ცივეიამ დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე სტუმართა კარი ვანიცეკმა აიღო. „ჰაიდენჰაიმიდან“ 88-ე წუთზე თავი ფოგტმა გამოიჩინა. „ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





