დაჩი ლორთქიფანიძემ, რომელიც „კრემონეზეს“ პირველ გუნდში 2025-2026 წლების სეზონიდან ირიცხება, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. სერია B-ს მე-10 ტურში „კრემონეზემ“ სახლში „ბენევენტო“ 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა. დაჩიმ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
მატჩის 44-ე წუთზე მასპინძლები ბერტიმ დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე ნასტიმ საბოლოო წერტილი დასვა. „კრემონეზემ“ ზედიზედ 5 თამაშის ვერმოგების შემდეგ 3 ქულა აიღო და 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





