ლუკა ლოჩოშვილი: „მოგებას ვიმსახურებდით“

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ლუკა ლოჩოშვილის აზრით, ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 0:0 დასრულებულ მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით.
ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ჯგუფში ყველა გუნდი თანაბარი დონისაა. ჯერ არ არის გარკვეული, ვინ იქნება ფავორიტი. ვფიქრობ, შემდეგ თამაშებში ყველაფერია შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, პირველი თამაშის მერე, ვფიქრობ, ხასიათი ვაჩვენეთ ფეხბურთელებმა. მოედანზე იგრძნობოდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, უფრო აგრესიულები ვიყავით, გამარჯვება გვინდოდა.
შემდეგ უკვე არის ტაქტიკური დავალებები, რომლებიც, ვფიქრობ, ასე თუ ისე კარგად შევასრულეთ, რადგან პირველი თამაში იყო ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. თუმცა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.
ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ საბოლოოდ ფრე ვითამაშეთ. გამოვავლინეთ ხასიათი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ თამაშებში უფრო მეტად უნდა გამოვასწოროთ ეს მცირე დეტალები, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს. მე-2 ჯგუფს 4 ქულით უკრაინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ჩრ.ირლანდიაა, მესამე პოზიციაზე 1 ქულით უნგრეთია, ხოლო მეოთხეზე ასევე 1 ქულით საქართველოა.
ლაშა თაბაგარი