ხვიჩა კვარაცხელია: „საერთო ჯამში ამ თამაშს დადებითად შევაფასებ“

0
2

საქართველოს ეროვნული ნაკრების  კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 0:0 დასრულებული მატჩი დადებითად შეაფასა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„პირველ ყოვლისა, მადლობას ვუხდით ვილი სანიოლს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს 6 წელი, რა თქმა უნდა, წარმატებული იყო, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და უდიდესი მადლობა მას კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. უპირატესობას ვფლობდით და ალბათ გოლიც უნდა გაგვეტანა. მეორე ტაიმს რაც შეეხება, მეტოქემ ცვლილებები განახორციელა.
ჩვენც მხოლოდ ერთი დღე გვქონდა რამაზ სვანაძესთან მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. უკრაინის ნაკრები ერთ-ერთი გამორჩეულია  ევროპაში. მოგება უკეთესი იქნებოდა, გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელით. საერთო ჯამში, ამ თამაშს დადებითად შევაფასებ, იმიტომ რომ უკრაინის ნაკრები ძლიერი მეტოქეა.“
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს. მე-2 ჯგუფს 4 ქულით უკრაინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ჩრ.ირლანდიაა, მესამე პოზიციაზე 1 ქულით უნგრეთია, ხოლო მეოთხეზე ასევე 1 ქულით საქართველოა.
ლაშა თაბაგარი