საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ გიორგი წიტაიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 0:0 დასრულებულ მატჩში ყველა ფეხბურთელი თითოელი ბურთისთვის ერთი ოჯახივით იბრძოდა.
გიორგი წიტაიშვილი: „ჩემთვის დადებითი და პოზიტიური იყო, რომ ერთი ოჯახივით ვიბრძოდით თითოეულ ბურთზე. არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
არავის ეპარება ეჭვი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და თამაში შეგვიძლია. მთავარია, რომ ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთად“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს. მე-2 ჯგუფს 4 ქულით უკრაინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ჩრ.ირლანდიაა, მესამე პოზიციაზე 1 ქულით უნგრეთია, ხოლო მეოთხეზე ასევე 1 ქულით საქართველოა.
ლაშა თაბაგარი





