აზაროვის პირველი 90 წუთი ჩემპიონატში

0
3

ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატში შეუცვლელად პირველად ითამაშა. მანამდე, მან 90 წუთი მოედანზე სათაშო შეხვედრაში დაჰყო.
მე-11 ტურში დონეცკელებმა შინ „ობოლონი“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრადიციულად მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა.
„შახტარმა“ შესვენებამდე მეტოქეს ერთი გოლი გაუტანა, ხოლო მეორედ სტუმართა კარი ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე აიღო. დონეცკელები 28 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.
ლაშა თაბაგარი