„მეცი“ სახლში უქულოდ დარჩა – აბუაშვილი კუნთმა შეაწუხა

0
1

„მეცი“, რომლის სასტარტოში გიორგი აბუაშვილი მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაშობს, საგფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში სახლში „პოსთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს არ უთამაშია, რადგან ვარჯიშზე კუნთის მცირე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმაც დაასვენა. ის საწვრთნელ პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების მერე გუნდებმა გოლები გაცვალეს. „მეცი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი