კაკაბაძის გუნდის მიჯრით მეორე მარცხი

0
1

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მე-13 ტურში კრაკოველები შინ ლუბინის „მოტორთან“ დაპირისპირებაში უქულოდ დარჩნენ – 1:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. „კრაკოვია“ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი