საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის აზრით, დროა საჭირო, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის იდეებს ალღო აუღონ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 0:0 დასრულებულ მატჩის მერე განაცხადა.
გიორგი ქოჩრაშვილი: „ვეცადეთ, რომ დავალება, რაც გვქონდა, შეგვესრულებინა. რა თქმა უნდა, დრო დაგვჭირდება, რომ ყველაფერს ალღო ავუღოთ და ის საქართველოს ნაკრები ვნახოთ, რაც ყველას ძალიან უნდა. მოგება გვინდოდა, მაგრამ ახლა ვეცდებით, ძალები კარგად აღვიდგინოთ და უნგრეთში მოვიგოთ“.
საბა გოგლიჩიძე: „იმედი გვაქვს, რომ მომდევნო მატჩებში ქულებს მოვიპოვებთ. მიზანია, მომდევნო ორივე თამაშის მოგება, ჩემი აზრით, ეს რეალისტური მიზანია, მთავარია, ერთიანები ვიყოთ, როგორც დღეს და შედეგი აუცილებლად მოვა“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს. მე-2 ჯგუფს 4 ქულით უკრაინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ჩრ.ირლანდიაა, მესამე პოზიციაზე 1 ქულით უნგრეთია, ხოლო მეოთხეზე ასევე 1 ქულით საქართველოა.
ლაშა თაბაგარი





