საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, პირველ ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომდევნო მატჩს ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ხოლო შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში, 6 ოქტომბერს გერმანიას დაუპირისპირდება.
გიორგი ადამიას გუნდმა, დღეს ბელფასტში, ოლსტერის უნივერსიტეტის მოედანზე პირველი ვარჯიში გამართა. 21-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი).
1 ოქტომბერი – ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი – გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45
ლაშა თაბაგარი





