პაპავამ და ძებნიაურმა უზბეკეთში ისევ გაიტანეს

0
0

გიორგი პაპავამ ოკმკ-ს მაისურით ბოლო სამ ტურში უზბეკეთის სუპერლიგაში მეორე გოლი გაიტანა. 22-ე ტურში ოკმკ გასვლაზე „სოგდიანას“ შეხვდა და 2:1 აჯობა.
83-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, სტუმრების ქართველმა კაპიტანი კარის წინ მარტო აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში ოკმკ-მ მეორე გოლი გაიტანა და 3 ქულა აიღო. ოკმკ 35 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ბოლო სამ შეხვედრაში ასევე მეორედ გამოიჩინა თავი თერმეზის „სურხონის“ ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურმა. თერმეზელებმა შინ „კოკანდი“ ძებნიაურის მიერ მე-8 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
სტუმრების სასტარტოში შოთა გვაზავა იყო, რომელმაც მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. თომა ტაბატაძე თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ანდრო გიორგაძე 92-ეე.     „სურხონი“ 26 ქულით მე-12 ადგილზეა, „კოკანდი“ კი 20 ქულით მეთხუთმეტეა.
ლაშა თაბაგარი