ხორხელის საგოლე პასი გაგუას გუნდთან

0
9

„დუნაისკა სტრედამ“, რომელშიც გიორგი გაგუა და ცოტნე კაპანაძე გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში შინ ლუკა ხორხელის და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკს“ ვერ მოუგო – 2:2.
ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ტრავმირებულ კაპანაძეს არ უთამაშია, ხოლო დანარჩენი სამი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გაგუამ და ხორხელმა სრულად ითამაშეს, მოისწრაფიშვილი კი 78-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 4 წუთით ადრე მან ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის 33-ე წუთზე ხორხელიც გააფრთხილეს.
მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლები ტრუსამ დააწინაურა. 28-ე წუთზე ტრელომ საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე „დუნაისკა სტრედა“ წინ რამადანმა გაიყვანა. ერთ წუთსი უხეშობისთვის მუნიოსმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 85-ე წუთზე ხორხელმა საგოლე პასი მეჰმეტის გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
„დუნაისკა სტრედა“ 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო ტრნავის „სპარტაკი“ 18 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი