პსჟ-მ და კვარაცხელიამ მარსელში პრინციპული მატჩი მოიგეს

0
0

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში სტუმრად თავისი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე „მარსელი“ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მოედანიდან გასვლიდან ცოტა ხნით ადრე, ხვიჩამ საჯარიმოში ბურთი უსმან დემბელესგან მიიღო და ქუსლით დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.
კვარაცხელიას ნაცვლად თამაშში ჩართულმა ფერან ტორესმა ანგარიში 66-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან დეზირე დუეს პასის მერე, კარის წინ გახსნილმა თავით ზუსტად დაარტყა.
72-ე წუთზე გომესმა პარიზელთა საჯარიმოში ფინტით პაჩო ჩამოიშორა და საპასუხო ბურთი გაიტანა. 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის „მარსელს“ ვეა გაუძევეს.
74-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ნუნუ მენდეშმა მასპინძლების საჯარიმოში მარკინიოს მოძებნა, რომლის პირველი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბრაზილიელმა კაპიტანმა დამატებაზე შეაგდო. პსჟ 8 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი