„ლივერპულმა“ სტუმრად „ბორნმუთს“ სძლია – მამარდაშვილი ისევ თადარიგში

0
1

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „ბორნმუთი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში არცერთი თამაში ჩაუტარებია. მამარდაშვილს კარის დაცვა მხოლოდ ერთხელ ლიგის თასის 1/16-ფინალში შინ ლონდონის „ტოტენჰემთან“ 3:1 მოგებულ მატჩში ანდეს.
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ შვედმა ფორვარდმა ალექსანდრ ისაკმა 57-ე წუთზე გაიტანა. ამ სეზონში ლივერპულელებმა მეორე თამაში მოიგეს და 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი