საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ადგილობრივ თანატოლებთან ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
მატჩის 38-ე წუთზე ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც გოლი თურქეთთან 1:2 წაგებულ პირველ ამხანაგურ შეხვედრაშიც გაიტანა.
48-ე წუთზე რუმინელებიდან საპასუხო ბურთი პეტრანუმ გაიტანა, ხოლო 68-ე წუთზე ბუდესკუმ მასპინძლები დააწინაურა. 87-ე წუთზე პადურემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
17-წლამდელები, რომელთაც გიორგი ჩიტაური ავარჯიშებს, 11-17 ნოემბერს ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს ჩაატარებს. მე-14 ჯგუფში ჩვენი გუნდი ავსტრიას და ყაზახეთს დაუპირისპირდება. მატჩები საქართველოში ჩატარდება.
11 ნოემბერი | საქართველო V ავსტრია
14 ნოემბერი | ავსტრია V ყაზახეთი
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
ლაშა თაბაგარი





