დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში ლისაბონის „სპორტინგს“ ლონდონში „სტემბორდ ბრიჯზე“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი უკრაინულ გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში არცერთხელ უთამაშია.
მატჩის 59-ე წუთზე „სპორტინგიდან“ ერთადერთი გოლი დუმბიამ გაიტანა. „შახტარს“ 4 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





