„ვილიარელი“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში შინ მოქმედ გამარჯვებულ პსჟ-სთან 0:6 განადგურდა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. მას თავის გამოჩენის შანსი არც ჰქონია, რადგან თამაშს თავიდან ბოლომდე პარიზელები აკონტროლებდნენ.
პსჟ-მ საქმე საწყის 17 წუთში მოამთავრა – მე-9 წუთზე ანგარიში ჟოაო ნევეშმა გახსნა, მე-12 წუთზე დეზირე დუემ გაიტანა, მე-13 წუთზე მეტოქის კარი მაიულუმ აიღო, ხოლო მე-17 წუთზე თავი ფაბიან რუისმა გამოიჩინა. პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. მანამდე, 2011 წელს მადრიდის “რეალმა” საწყის 20 წუთში ზაგრების “დინამოს” 4 გოლი გაუტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ფაბიან რუისმა დუბლი შეასრულა, 78-ე წუთზე კი ესპანელთა ბოლიმ აიღო.
პსჟ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება 12 ქულით 36-გუნდიან ცხრილში პირველია, ხოლო „ვილიარეალი“ 3 ქულით – 29-ეა.
ლაშა თაბაგარი





