“სლოვანს” სათავეში იაია ტურე ჩაუდგა

0
2

ბრატისლავას „სლოვანს“ იაია ტურე გაწვრთნის, რომელიც ფეხბურთელობისას „ბარსელონაში“ და „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა. ამის შესახებ Sky Sports იუწყება.
კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვლადიმერ ვაისს შეცვლის, რომელიც სათავეში სლოვაკეთს ეროვნულ გუნდს ჩაუდგება. მას დარენ ოდი დაეხმარება, რომელიც მანამდე „სელტიკში“ და „სუონსიში“ მუშაობდა.
ტურესთვის „სლოვანი“ პირველი გუნდია, რომლის მთავარი მწვრთნელიც იქნება. „სლოვანამდე“ ის „ტოტენჰემის“ აკადემიაში მუშაობდა. ასევე, ბელგიის „სტანდარდში“ და საუდის არაბეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი გურამ კაშია „სლოვანის“ მაისურით ზედიზედ 5-ჯერ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი