„ბეშიქთაშს“ სათავეში ვინჩენცო იტალიანო ჩაუდგა, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სტამბოლელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბოლონიას“ ავარჯიშებდა, რომელსაც 2024-2025 წლების სეზონის იტალიის თასი მოაგებინა.
„ბოლონიამდე“ იტალიანო „ტრაპანის“, „სპეციას“ და „ფიორენტინას“ ავარჯიშებდა. გასულ სეზონში „ბეშიქთაშმა“ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც დიდ წარუმატებლობად ჩაითვალა.
ლაშა თაბაგარი





