სტამბოლის „ფენერბაჰჩ“ ემრე ბელეზოღლუმ ჩაიბარა, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება. მანამდე, თურქული მედია იუწყებოდა, რომ „ფენერში“ პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაუს დანიშვნა გადაწყვეტილი იყო.
46 წლის ემრე ბოლოს „ქასიმფაშაში“ მუშაობდა, სადაც 2025 წლის 4 დეკემბერს შოთა არველაძე შეცვალა. მანამდე, ის „ბაშაქშეჰირს“, „ანკარაგუჯუს“ და „ანთალიასფორს“ ავარჯიშებდა.
მან საფეხბურთო კარიერა 2020 წელს „ფენერბაჰჩეში“ დაასრულა და სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ის 2021 წლის მარტიდან ივნისამდე სტამბოლელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.
„ფენერბაჰჩეს“ გარდა, ემრე საკლუბო დონეზე „გალათასარაიში“, მილანის „ინტერში“, „ნიუკასლში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ და „ბაშაქშეჰირში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





