ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში იქნება.
7 ივნისს გამართულ არჩევნებზე პერესმა ხმების 65 პროცენტი (21714 ხმა) მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ბიზნესმენმა ენრიკე რიკელმემ – 35 პროცენტი (11814 ხმა).
79 წლის პერესი პირველად „რეალის“ პრეზიდენტი 2000-2006 წლებში იყო, ხოლო მეორედ მან ეს თანამდებობა 2009 წელს დაიკავა და დღემდე ინარჩუნებს. მიხი პრეზიდენტობის დროს „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგა 7-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ, ევროპუს სუპერთასი 6-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტონენტთაშორისო თასი 2-ჯერ მოიგო.
პერესმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაადასტურა, რომ „რეალს“ მომავა სეზონში ჟოზე მოურინიო გაწვრთნის, რომელიც გუნდს პირველად 2010-2013 წლებში თავკაცობდა.
პერესის პრეზიდენტობის პერიოდში “რეალის” ფეხბურთელთა გუნდმა 37 ტიტული მოიგო, ხოლო კალათბურთელთა – 29.
ლაშა თაბაგარი





