21-წლამდელები აშშ-სთან დამარცხდნენ

0
0

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ბულგარულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა აშშ-სთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ჩვენ გუნდს ანგარიშის გახსნა მე-40 წუთზე შეეძლო, მაგრამ გუნდის კაპიტანმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ პენალტი ვერ გამოიყენა, რომელიც დიმიტრი ღურწკაის წაქცევისთვის დაინიშნა – ბურთი კარს გადააცილა. ამერიკელებმა ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანეს, როდესაც პრესთუსის პასი ჯემისონმა გამოიყენა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს მოლდოვასთან ჩაატარებს.
აშშ – საქართველო 1:0 (0:0)
5 ივნისი. ბლაგოევგრადი. ხრისტო ბოტევის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
მაქაცარია, ამისულაშვილი, ნარიმანიძე (კ), ტაბატაძე (რობაქძე, 81), ბუკია, წულუკიძე, ლორთქიფანიძე (პარკაძე, 62), დადიანი (ქვარცხავა, 81), ცეცხლაძე (ჩიქოვანი, 62), ჯაფარიძე (ზოიძე, 90), დეისაძე (კოხრეიძე, 62).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე,
გოლი: 1:0 ჯემისონი (80)
გაფრთხილება: ჯაფარიძე (54), დეკორტი (78).
მთავარი მსაჯი: ბლაგოი მანოვი (ბულგარეთი).
ლაშა თაბაგარი