უნგრეთი თბილისში სტუმრობისთვის დაირაზმა

0
1

უნგრეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ერთა ლიგის B ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში 14 ნოემბერს სტუმრად საქართველოსთან, ხოლო 17 ნოემბერს თავის მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგ ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ბენს გუნდელ-ტაკაჩი (ზალაეგერშეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაშ ტოტი (ბლექბერნ როვერსი).
მცველები: ბენდეგუზ ბოლა (რაპიდი, ვენა ), მარკ სინგერი (გრონინგენი), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოს მარკგრაფი (კოპენჰაგენი) ზოლტ ნადი (პუშკაშ აკადემია), ვილი ორბანი (ლაიფციგი), ატილა ოსვატი (ფერენცვაროში), ატილა შალაი (პოგონი), ბენცე ვარკონი (ყარაბაღი).
ნახევარმცველები: პიტერ ბარატი (სიგმა ოლომოუცი), არონ ჩონგუაი (სენტ-ეტიენი), მილანი პეტო (პაკში), ანდრაშ შაფერი (უნიონი, ბერლინის), სტაილზ კალუმი (ვესტ ბრომვიჩი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), რაიმუნდ ტოტი (ქონიასპორი), იოზეფ ურბლიკი (ვაშაში), მილან ვიტალისი (აეკ, ათენი).
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ ბუდაპეშტი), დანიელ ლუკაჩი (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), როლანდ შალაი (გალათასარაი), აკოშ ზენდრეი (დებრეცენი), ბარნაბაშ ვარგა (აეკ, ათენი).
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში სტუმრად უნგრეთთან 0:1 დამარცხდა. მე-2 ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით ლიდერობს, მეორე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინას 4 ქულა აქვს, ხოლო საქართველო მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი