ანდრია ბართიშვილი თბილისის “იბერიას” დიდი ხანი ვერ დაეხმარება, რის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში “იბერია” სტუმრად თბილისის “დინამოს” დაუზავდა – 0:0. 17 წლის შემტევი ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა და მატჩის მიწურულს მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა.
“ანდრია ბართიშვილს მრტ კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის, იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის დასრულებას ანდრია სეზონის დამთავრებამდე შეძლებს” – იუწყება “იბერიას” პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი





