თბილისის „დინამომ“ ფრანგი გარემარბი ტეიშერა დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის ფეხბურთელი გასულ წელს კვიპროსის „კრასავაში“ გამოდიოდა. მან პროფესიონალური კარიერა სამშობლოში დაიწყო, სადაც „ტურისა“ და „ავიონის“ ღირსებას იცავდა.
ამის შემდეგ, დონეცკის „ოლიმპიკში“, „სოშოში“, „ამიენში“ და სერბეთის „ნოვი ბეოგრადში“ გამოდიოდა. მან 2014 წელს საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





