უკრაინის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

0
1

უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ ერთა ლიგის B ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში 14 ნოემბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 17 ნოემბერს თავის მოედანზე საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), დმიტრო რიზნიკი (შახტარი), გეორგი ერმაკოვი (შახტარი).
მცველები: მიკოლა მატვიენკო, ვალერი ბონდარი (ორივე შახტარი), ედუარდ სარაპი), ბორის კრუშინსკი (ორივე პოლესიე), ილია ზაბარნი (პსჟ), ტარას მიხავკო (დინამო კიევი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია კრუპსკი (ხარკოვი).
ნახევარმცველები: ოლეგ ოჩერეტკო, ეგორ ნაზარინა (ორივე შახტარი), ოლეკსანდრ ანდრიევსკი (პოლესიე), ივან ვარფოლომევი (ლინკოლნი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი), გეორგი სუდაკოვი (ბენფიკა).
თავდამსხმელები:, ოლეკსანდრ ნაზარენკო), იგორ კრასნიოპირი (ორივე პოლესიე), ოლეკსანდრ ზუბკოვი (აეკ ათენი), მატვეი პონომარენკო (დინამო კიევი), დანილო სიკანი (ანდერლეხტი), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), გენადი სინჩუკი (მონრეალი), ოლექსი კაშჩუკი (ყარაბაღი).
საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში უკრაინასთან თბილისში 0:0 ითამაშა. მე-2 ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით ლიდერობს, მეორე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინას 4 ქულა აქვს, ხოლო საქართველო მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი