„ბორნმუთმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო როზე წარადგინა. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ესპანელი ანდონი ირაოლა შეცვალა, რომელიც სათავეში „ლივერპულს“ ჩაუდგა,
როზემ ინგლისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს „ლაიფციგს“ ავარჯიშებდა, რომლიდან 2025 წლის მარტში დაითხოვეს. მანამდე, როზე ავსტრიის „ზალცბურგს“, გერმანიის მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი





