„მარსელის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ბრუნო ჟენეზიო იქნება, რის შესახებ RMC Sport იუწყება.
59 წლის ფრანგი სპეციალისტი მარსელელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
ჟენეზიო 2024-2026 წლებში „ლილს“ ავარჯიშებდა, რომელმაც გასულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა. მანამდე, ის „ლიონში“, ჩინეთის „ბეიჯინგ გოანში“ და „რენში“ მუშაობდა.
2025-2026 წლების სეზონში „მარსელს“ ჯერ რობერტო დე ძერბი თავკაცობდა, ხოლო შემდეგ – აბიბ ბეიე.
ლაშა თაბაგარი





