კრეტას ოფი, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. 1/2-ფინალში კრეტელებმა შინ „ლევადიაკოსთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში სტუმრად 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი განცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. ოფი-დან ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ლამპოროპულოსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კრეტელებმა 34-ე წუთიდან კაცნაკლულებმა ითამაშეს, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო სალსედო გააძევეს,
ოფი საბერძნეთის თასის ფინალში პაოკ-ს 25 აპრილს დაუპირისპირდება. შარშან, შენგელიას გუნდი ფინალში „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





