წიტაიშვილის 90 წუთი სან სებასტიანში

0
0

„რაიო ვალეკანო“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში სტუმრად სან სებასტიანის „რეალ-სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ჩემპიონატში მეორედ გაატარა მოედანზე 90 წუთი, პირველად მსგავსი რამ მადრიდის „რეალთან“ სტუმრად 1:4 წაგებულ თამაშში მოხდა. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე გასვლაზე „უელვასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში 120 წუთი გაისარჯა.
შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა, ხოლო მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ოსკარსონმა შეაგდო. „რაიო ვალეკანო“ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 3:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო იყო. „ლივერპული“ 18 ქულით 20-გუნდს შორის მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი