„ლივერპულმა“ სანდერლენდში მოიგო – მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია

0
13

„ლივერპულმა“, რომელსაც გიორგი მამარდაშვილი შარშან ზაფხულში შეუერთდა, ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში სტუმრად „სანდერლენდი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ თამაშს თვალი ისევ სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის 61-ე წუთზე ერთადერთი გოლი სალაჰის გადაცემით ვან დეიკმა გაიტანა. „ლივერპული“ 42 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ჩელსის“.
ლაშა თაბაგარი