წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური თამაში ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი გოგოლაშვილმა გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ გოლი საბა ჩხეტიანმა გაიტანა.
„სამგურალის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: სიუკაევი, რაიანი, ტოლულოპე, კვარაცხელია, შერგელაშვილი, აფციაური, ჯანჯღავა, ჯეფინიო, პაპავა, ველისოლი, გოგოლაშვილი.
სათადარიგოები: კუტალაძე, ქასრაძე, მანჯგალაძე, ბერელიძე, ვინისიუსი, გოგია, გეგეჭკორი, ჟან კარლოსი, ხორხელი, ჩხეტიანი, იაშვილი, კლაუდიო.
გიორგი ონიანის გაწვრთნილებმა პირველ ამხანაგურში სომხეთის „ალაშკერტს“ 3:1 აჯობეს. „სამგურალი“ მომდევნო სპარინგს 19 თებერვალს ყაზახეთის „ულიტაუსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





