საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგაში მე-2 ჯგუფში მოხვდა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები უნგრეთს, უკრაინას და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან. ეს დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
B ლიგის კენჭისყრის სრული შედეგია ასეთია:
1 ჯგუფი: შოტლანდია, შვეიცარია, სლოვენია, ჩრდ. მაკედონია.
2 ჯგუფი: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდ. ირლანდია.
3 ჯგუფი: ისრაელი, ავსტრია, ირლანდია, კოსოვო.
4 ჯგუფი: პოლონეთი, ბოსნია, რუმინეთი, შვედეთი.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2026 წელს გაიმართება.
I ტური: 24-26 სექტემბერი
II ტური: 27-29 სექტემბერი
III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი
IV ტური: 4-6 ოქტომბერი
V ტური: 12-14 ნოემბერი
VI ტური: 15-17 ნოემბერი
ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
ლაშა თაბაგარი





