თომას ტუხელმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ეროვნულ გუნდს 2028 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „სამი ლომის“ პრესსამსახური იუწყება.
52 წლის ტუხელი ინგლისელებს სათავეში 2025 წლის 1 იანვარს ჩაუდგა და გარეთ საუთგეიტი შეცვალა, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.
ინგლისის ნაკრებში დანიშვნამდე ტუხელი მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა, მანამდე, ის „მაინცში“, დორტმუნდის „ბორუსიაში“, პსჟ-ში და „ჩელსიში“ მუშაობდა.
მან „ბორუსიას“ გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო პსჟ-ს ორჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში გაამარჯვებინა. ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ევროპის სუპერთასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





