„ნოტინგემ ფორესტის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შონ დაიჩი დაითხოვეს. მათ ასეთი ნაბიჯი ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ვულვერჰემპტონთან“ შინ უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გადადგეს.
54 წლის ინგლისელი სპეციალისტი „ნოტინგემს“ 2025 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 მატჩიდან 10 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 10 წააგო. „ნოტინგემი“ 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
დაიჩი „ნოტინგემში“ დანიშვნამდე „უოტფორდში“, „ბარნლიში“ და „ევერტონში“ მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი





