საბა მამაცაშვილი კარიერას ვილნიუსის „ჟალგირისში“ განაგრძობს, რომელმაც გასულ სეზონში ლიეტუვის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. შვედეთის “სირიუსმა” ჩვენებური “ჟალგირისში” მიმდინარე წლის ბოლომდე გაანათხოვრა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი 2024 წლის ზაფხულში თბილისის „იბერიადან“ შვედეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „სირიუსში“ გადავიდა, რომელმაც გასულ წელს რანგით მეორე ლიგის „კალმარში“ გაანათხოვრა.
23 წლის მამაცაშვილმა „კალმარში“ ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გაუკეთა. მან თავისი გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა, როდესაც 29-ე ტურში „იორგრიტესთან“ სტუმრად 2:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ამ თამაშში მიღწეული წარმატებით „კალმარმა“ ზედა დივიზიონში აღზევება გაინაღდა. მამაცაშვილს “სირიუსთან” 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





