კიკაჩეიშვილი და ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან

0
23

მიმდინარე კვირაში ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მერვე რაუნდის ორ შეხვედრას მოემსახურებიან.
29 იანვარს, თელ-ავივის “მაქაბის” და იტალიური “ბოლონიას” შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომლის ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი – ბაქარ ბრეგაძე. შეხვედრა სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
იმავე დღეს, შვეიცარიული “ბაზელისა” და ჩეხური “ვიქტორია პლზენის” შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი გაუძღვება. ქართველ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება
ლაშა თაბაგარი