ლიმასოლის „არისმა“ გიორგი ქვილითაიასთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შესახებ კვიპროსული კლუბის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი „არისში“ 2024 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
32 წლის ქვილითაია კარიერის მანძილზე ასევე თბილისის „სასკოში“, უნგრეთის „დიორში“, გორის „დილაში“, თბილისის „დინამოში“, ავსტრიის „რაპიდში“, ბელგიის „გენტში“, კვიპროსის „ანორთოსისში“ და აპოელში გამოდიოდა.
ქვილითაია ჩვენს ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და 38 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





