ტაბატაძემ „კადისი“ მარცხისგან იხსნა

0
28

იური ტაბატაძემ, რომელიც „კადისს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-20 ტურში „კადისი“ გასვლაზე „დეპორტივოს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით ქულა გადაარჩინა.
მატჩის მე-7 წუთზე მასპინძლები მელამ დააწინაურა, ხოლო 22-ე წუთზე მორენომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 25-ე წუთზე ვილარესმა „დეპორტივო“ ისევ წინ გაიყვანა.
ტაბატაძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. 85-ე წუთზე ქართველმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარჯვნიდან ცენტრისკენ შეწეული ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოსი ხაზიდან მარცხენა ფეხით ბურთი შორეულ კუთხეში ჩასვა. მან ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 ბურთი შეაგდო, ხოლო თასზე 2-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი