ლონდონის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 1 იანვარს დათხოვნილ ენცო მარესკას ინგლისელი ლიამ როსენიორი შეცვლის.
41 წლის როსენიორი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „სტრასბურგს“ ავარჯიშებს, რომელიც ფაქტობრივად „ჩელსის“ ფარმ-კლუბია. მანამდე, ის ქვედა ლიგებში მოასპარეზე „დერბი ქაუნთის“ და „ჰალს“ წვრთნიდა. როსენიორი „სტრასბურგს“ სათავეში 2024 წლის ზაფხულში ჩაუდგა.
რომანოს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტი უკვე ლონდონშია და კლუბის ხელმძღვანელებს უახლოს 24 საათში შეხვდება, ხოლო ოფიციალურად მიმდინარე კვირაში წარადგენენ.
ლაშა თაბაგარი





